საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjlkj.jpg

ფარცხნალსა და ისლარში გზის რეაბილიტაცია იწყება

29 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ისლარში გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში  გამარჯვებულ კომპანია  შპს „ალპედე“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ისლარში სოფლის ცენტრალურ გზაზე 1 500 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 246 248 ლარით ფინანსდება.

მუნიციპალიტეტის მერმა ხელი მოაწერა, ასევე შპს „ჭედა-2012“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ფარცხნალში,  ბარის უბანში, 1 კმ-მდე გზის მონაკვეთს ჩაუტარებს რეაბილიტაციას.  პროექტზე რეგიონული განვითარების ფონდი, ადგილობრივი ბიუჯეტის თადაფინანსებით, 128 502 ლარს დახარჯავს. 

 

 

 

ნანახია: 5471 - ჯერ