2 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს, ასევე, მერიის ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის სამსახურების უფროსებს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე უბისა-შორაპნის (F3) მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობის მიზნით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „China Road and Bridge Corporation“-ის წარმომადგენლები შეხვდნენ.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მშენებელი კომპანია სხვადასხვა ლოკაციაზე იწყებს ბაზების განთავსებას და ტექნიკის მობილიზებას. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი, მაისში დაიწყება.
უბისა-შორაპნის მონაკვეთზე პროექტი, ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. სახელშეკრულებო ვადებით გზის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს.