საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/cghncvb.jpg

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ

შეხვედრა გაიმართა მერიაში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს წარმომადგენლებსა და მერიის თანამშრომლებს შორის.
საუბარი შეეხო აღნიშნული სააგენტოს მიერ შემუშავებული მუნიციპალური მართვის სისტემის დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს მერიაში არსებული მუნიციპალური სერვისების ხარისხის ამაღლებას.

ელექტრონული პროგრამა Mms (მუნიციპალური მართვის სისტემა) ამჟამად საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში მოქმედებს. 
Mms - ელექტრონული სისტემის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული პორტალის My.gov.ge - ს საშუალებით დაარეგისტრიროს განცხადება. 
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით ისინი უახლოეს დღეებში პირად კონსულტანტს გამოაგზავნიან, რომელიც ადგილზე გადაამზადებს თანამშრომლებს. 
Mms - ელექტრონული სისტემა იმუშავებს e-document -თან ერთად და მისი მომხმარებლები ძირითადად სოციალური, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იქნებიან. სისტემაში ჩაერთვება კანცელარიის განყოფილებაც. 

 

ნანახია: 5158 - ჯერ