საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0045.JPG

ხარაგაულის სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ორშაბათის თათბირზე, მერის წარმომადგენლებისგან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. 
2 სექტემბრის მონაცემებით, ხარაგაულის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება. სოფლის პროექტების შესრულება აქტიურ ფაზაშია. ზოგიერთ სოფელში სამუშაოები დასრულებულია. 

რაც შეეხება წყლის სისტემების მოწყობას, რისთვისაც მერიამ წყლის მილებზე ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია, და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. 

ნანახია: 4756 - ჯერ