საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/201905181753191634219836.png

2019 წელს ხარაგაულში უპრეცედენტო რაოდენობის პროექტები დაფინანსდა

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს უპრეცედენტო რაოდენობის, მასშტაბური პროექტები და პროგრამები დაფინანსდა.

 დაიწყო და აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია.

 დაიწყო ხევი-უბისას 12 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა, რომელიც 35 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას მოიცავს.

 წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ღორეშა-ბაზალეთის გზის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლითაც ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები, ასევე ხარაგაულის ცენტრი, ბაზალეთი-სარგვეში-ღორეშას მიმართულებით, უმოკლესი გზით, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს დაუკავშირდება.

 მუნიციპალური გზების რეაბილიტაციისთვის, 2019 წელს, ხარაგაულში, 4 799 392 ლარი დაიხარჯა. დაიგო 27 კილომეტრი გზა, 22 სოფელში.

 რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთხი სოფლის - ვახანის, ფარცხნალის, ხიდრის და წყალაფორეთის სამედიცინო ამბულატორიას.

 სველი წერტილები მოეწყო და კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლას.

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ორი სოფლის ლაშეს და კიცხის გაზიფიცირების სამუშაოები, პროექტის დასრულების შემდეგ ხარაგაულში დამატებით, 621 აბონენტი იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით.

 გაიხსნა ერთი ახალი საბავშვო ბაღი სოფელ სარგვეშში, საჯარო სკოლის შენობაში, რომელიც 15 აღსაზრდელზეა გათვლილი.

 გაიხსნა ერთი სკოლამდელი მზაობის ჯგუფი მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში.

 მიმდინარე წელს დაფინანსდა და დაიწყო ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა ვერტყვიჭალასა და საღანძილეში, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

 მუნიციპალური განვითარების ფონდით დაფინანსდა წელს, ასევე, საჯარო სკოლისთვის ახალი შენობის აშენება სოფელ კიცხში.

 დაბა ხარაგაულში სპორტ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა.

 სტიქიის პრევენციის მიზნით, სოფლებში მოეწყო ნაპირსამაგრი გაბიონები, საყრდენი კედლები და სანიაღვრე არხები.

 აშენდა 5 ახალი ხიდბოგირი, მიმდინარეობს 4 ხიდბოგირის რეაბილიტაცია.

 სტიქიის ფონდით დაფინანსდა ორი ახალი ხიდის მშენებლობა სოფელ ლეღვანსა და ლაშეში. ლეღვნის ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, ლაშეში ხიდის მშენებლობის მიზნით ტენდერი დასრულებულია და სამუშოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

 წყლის სისტემების რეაბილიტაციის მიზნით, მერიამ მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეისყიდა წყლის მილები, დაახლოებით 40 000 მეტრი და წყლის რეზერვუარები.

 დაბაში მოწესრიგდა ერთი მრავალბინიანი კორპუსის ფასადი ადგილობრივი ბიუჯეტით.

 განხორციელდა დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე 10 სკვერის კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია რომლის ღირებულებამ 100 000 ლარი შეადგინა.

 გაიხსნა საბალეტო სტუდია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მოზარდებს თბილისიდან მოწვეული ბალეტმეისტერი ამეცადინებს. სტუდია წარმატებით ფუნქციონირებს.

 გაიხსნა ზრდასრულთა განათლების ცენტრი! სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის” დაფინანსებით, DVV International-ის და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სადაც 10-მდე სხვადასხვა სახის ხელობას ასწავლიან უფასოდ.

 ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივით, USAID -ის დაფინანსებით, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის მიმდებარე სოფლებში, მარელისსა და ლეღვანში ეკოტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა მოსახლეობის გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით.

განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი ხარაგაულის საბავშვო ბაღებში, კერძოდ, პროექტის - „ალტერნატიული ენერგიის წყაროები და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე“ ფარგლებში, ოთხ ბაღში დამონტაჟდა მზის ენერგოეფექტური პანელები. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ინიციატივით, BP-ის დაფინანსებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.

ნანახია: 7148 - ჯერ