საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0104.JPG

მოლითის თემის რვა სოფელში პრიორიტეტები განსაზღვრეს

ხარაგაულში სოფლის საერთო კრებების ჩატარება მიმდინარეობს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე უძღვება!

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მეორე წელია, მოსახლეობა მცირე პროექტებს თავად ირჩევს და არჩეულ პრიორიტეტს საერთო კრების ფორმატში ხელმოწერით ადასტურებს.

4-5 თებერვალს სერთო კრებები გაიმართა მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის რვა სოფელში, სადაც დგილობრივებმა შემდეგი პროექტები აირჩიეს:

სოფელ ანიულას მოსახლეობა 10 000 ლარით გარე განათების სისტემას მოაწყობს და წყლის მილებს შეიძენს.

სოფელ ნებოძირის მოსახლეობა 12 ათასი ლარით სოფლის ცენტრალურ გზაზე გარე განათების სიტემას მოაწყობს.

სოფელ მოლითის მოსახლეობამ 12 000 ლაით ასევე, გარე განათების და წყლის სისტემების მოწესრიგება აირჩია.

 ბეჟათუბანში პრიორიტეტი სოფლის ცენტრალური და სასაფლაოსკენ მიმავალი გზის შეკეთებას მიანიჭეს, რისთვისაც 10 000 ლარს დახარჯავენ!

ქვების მოსალეობამ, მათთვის განკუთვნილი 12 000 ლარით, ზედა უბანში წისქვილის რეაბილიტაცია, ქვედა უბანში გარე განათების სისტემის მოწყობა და ერთ რთულ მონაკვეთზე გზის მოხრეშვა აირჩია.

სოფელ დეისის საერთო კრებაზე შეკრებილმა მოსახლეობამ კუთვნილი 10 000 ლარი შიდა გზების მოხრეშვასა და წყლის სისტემის მოწყობაზე გადაანაწილა.

ჭარტალის მოსახლეობა, ასევე 10 000 ლარით წისქვილის რეაბილიტაციას და გზაზე სანიღვრე არხის მოწყობას გეგმავს.

ბაბში სოფლის ცენტრალურ გზაზე გარე განათების სისტემას მოაწყობენ, რისთვისაც სოფლისთვის გამოყოფილ 10 000 ლარს დახარჯავენ.

 

ხარაგაულში სოფლის საერთო კრებების ჩატარება 20 თებერვალს დასრულდება. მუნიციპალიტეტმა მცირე პროექტების დასაფინანსებლად 2020 წელს 890 000 ლარი მიიღო.

 

ნანახია: 5764 - ჯერ