საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/87579877_2688582911388865_3589917112639946752_o.jpg

გედსამანიაში სოფლის პროექტებით საფეხმავლო ხიდბოგირს მოაწყობენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება. კრებაზე, რომელსაც მოსახლეობის 20 პროცენტი უნდა ესწრებოდეს, ადგილობრივები წინასწარ წარმოდგენილი იდეების საფუძველზე, სოფლისთვის საჭირო პროექტების შერჩევას ხელმოწერით ადასტურებენ. 
ხარაგაულის მაღალმთიან დასახლებაში, სოფელ გედსამანიაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრება 24 თებერვალს ჩატარდა.
მოსახლეობამ პრიორიტეტად სოფლის წისქვილის რეაბილიტაცია და ბლიაძეების და რიკაძეების უბანში საფეხმავლო ხიდბოგირის მოწყობა გადაწყვიტა.
გედსამანიას სოფლის მცირე პროექტების დასაფინანსებლად 12 000 ლარი გამოეყო.
სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულში თვის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც ოქმები გადაეგზავნება საკრებულოს დასამტკიცებლად, მომზადდება პროექტები და გზაფახულზე დაიწყება სამუშაოები. 
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გასულ წელს 147 მცირე პროექტი დაფინანსდა. 
ნანახია: 4481 - ჯერ