საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/88032394_2565017337089158_583610674555387904_n.jpg

ხევის თემში სოფლის კრებებზე პრიორიტეტები განსაზღვრეს

ხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ციცქიურში, ხევში, წაქვასა და გრიგალათში სოფლის საერთო კრებები ჩატარდა.
კრებაზე მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭეერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები შეარჩია.
ხევის მოსახლეობა 12 00 ლარს საუბნო გზების მოხრეშვასა და სოფლის წისქვილის რეაბილიტაციაში დახარჯავს.
გრიგალათში ასევე, 12 000 ლარს გარე განათების სისტემის მოწყობასა და ცხაურების რეაბილიტაციას მოახმარენ.
ციცქიურის მაცხოვრებლები, რომელთაც 10 000 ლარი აქვთ განსაკარგი, აღნიშნულ თანხას მთლიანად გარე განათების სისტემის მოწყობას მოახმარენ.
წაქვაში 12 000 ლარით სპორტული მოედნის მოწყობა გადაწყვიტეს, ნაწილი თანხით კი, საუბნო გზებს მოხრეშავენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარებას, პირადად ხელმძღვანელობდა ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე.
კრებების ჩატარება დასრულდა და იგი მუნიციპალიტეტის 78-ივე სოფელში შედგა!
ნანახია: 4593 - ჯერ