ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ორი სოფელი შედის - ნადაბური და დიდი გოლისი.
დიდი გოლისი მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ატარებს. აქაურ მაცხოვრებლებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 10 000 ლარი ერგოთ. აღნიშნული თანხით სოფლის ცენტრალური გზის გასწორხაზოვნება და გზაზე ცხაურების მოწყობა გადაწყვიტეს.
ნადაბურში სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობამ საერთო კრებაზე 12 000 ლარი შემდეგ მცირე პროექტებზე გადაანაწილა.
სოფლის ცენტრში მგზავრთა მოსაცდელისა და სკვერის მოწყობა, ასევე საბავშვო ბაღისთვის ეზოს ინვენტარის შეძენა-მონტაჟი.
სოფლის საერთო კრებებს ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხარაგაულის მერის მოადგილე, თეიმურაზ ჩხეიძე უძღვებოდა.