საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC02668.JPG

ხარაგაულში სამი ხიდის მოწყობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ხიდების აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო. 

ახალი ხიდი მოეწყო სოფელ ღორეშაში მდინარე კვადოურაზე. იქ, ამ დრომდე, ხის ამორტიზებული ხიდი იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც ქვეითების ასევე ავტომობილების გადაადგილებას.

ახალი ხიდის მოწყობა მიმდინარეობს ასევე ხუნევში, სადაც სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მდინარე უხადურაზე ხიდის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ ანალოგიური სამუშაოები დაიწყება სოფელ ხორითში. აქაც ახალი საავტმობილო ხიდი მოეწყობა.

ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციის მიზნით ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „ტუკა“-სთან, რომელიც სამუშაოებს 93 459 ლარად შეასრულებს.

პროექტი სტიქიის ფონდით ფინანსდება!

სახელშეკრულებო ვადებით ხიდების რეაბილიტაცია მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ნანახია: 5047 - ჯერ