საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0862.JPG

ხარაგაულში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს პურს ურიგებენ

ხარაგაულის მოხალისეთა ჯგუფი განაგრძობს პურების და საკვები პროდუქტების მიწოდებას მოსახლეობისთვის, მომართვიანობის საფუძველზე.

გრძელდება ასევე, მოსახლეობის ინფორმირება სოფლებში სპეციალური ხმოვანი აპარატურით, რათა დაიცვათ რეკომენდაციები და დარჩეთ სახლში!

დღეს კიდევ გამოჩნდა ერთი მეწარმე - დათო თაბუკაშვილი, რომელმაც მოხალისეთა ჯგუფს ზეთი და ლობიო გადასცა. დათო გააგრძელებს ასევე, პურების მიწოდებას დაბაში მცხოვრები 20 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის, მას შემდეგ, რაც 5 აპრილს დავით გაჩეჩილაძის 1000 პურის აქცია დასრულდება.

 გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ მცირე მეწარმეებს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის.

დათო თაბუკაშვილის დახმარებით, დღეს საკვები პროდუქტი გადავეცით ოჯახს ისლარში, რომლის წევრებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან! 

მოხალისეთა ჯგუფის ყველა აქტივობა და დავალება ხორციელდება ხარაგაულის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით!

მოხალისეებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი და იცავენ ყველა რეკომენდაციას!

ნანახია: 4563 - ჯერ