დღეს ხარაგაულში დასაქმებულმა მარნეულის 26-მა მაცხოვრებელმა თვითიზოლაციის სპეციალური სივრცე დატოვა.
მათ გამოსვლის წინ გაიარეს სამედიცინო შემოწმება და არცერთს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, ასევე, 14 დღის განმავლობაში არცერთ მათგანს დაფიქსრებია ტემპერატურის მატება.
როგორც დამსაქმებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პირები სამუშაო პროცესს ხვალიდან დაუბრუნდებიან!
მარეულის მაცხოვრებლებს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და ყველა მათგანი გააფრთხილა, რომ დროებით თავიანთ ქალაქში წასვლისგან თავი უნდა შეიკავონ!
ხარაგაულში ამ დროისთვის 8 პირი რჩება თვითიზოლაციაში და არცერთი კარანტინში.
მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ ყავს კორონა ვირუსით დაინფიცირებული პირი.