საკრებულოს აპარატი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი

 

აპარატის უფროსი

 

ლენა  კალანდაძე

ტელ: 595 35 46 75      22 15 29

ელ.ფოსტა : lkalandadze327@gmail.com

 ბიოგრაფია

დაიბადა 1952 წლის 8 ოქტომბერს ხარაგაულში.

1967 წელს დაამთავრა სარგვეშის არასრული საშუალო სკოლა.

1967 წელს სწავლა გააგრძელა ქ. ქუთაისის N 12 საშუალო სკოლაში და დაამთავრა 1969 წელს.

1973-1978 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. მიენიჭა საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1979-1983 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. ქუთაისის N 33 საშუალო სკოლაში და დაბა ხარაგაულის  N 1 საშუალო სკოლაში.

1983-1991 წლებში მუშაობდა ხარაგაულის რაისაბჭოს აღმასკომში მდივნის თანამდებობაზე.

1991-1997 წლებში მუშაობდა გამგეობის აპარატში.

1997-2006 წლებში მუშაობდა გამგეობის აპარატის უფროსად.

2006 წლიდან დღემდე მუშაობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსად.


საკრებულოს აპარატის თანამშრომლები

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

 ივანე ჭიპაშვილი

ტელ: 577663084

 ---------------------------------------------------------

მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში

 მარინა  კვინიკაძე

მე, მარინე კვინიკაძე დავიბადე 1959 წლის დეკემბერში, ხარაგაულის
მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში. 1977 წელს დავამთავრე სოფელ ლაშის
საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩავაბარე სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში (ამჟამად
აგრარული უნივერსიტეტი), მებაღე- მევენახეობის ფაკულტეტზე და დავამთავრე
1984 წელს სწავლული აგრონომისა სპეციალობით.
1984 წელს მუშაობა დავიწყე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის აგროსამრეწველო
გაერთიანებაში აგრონომად, 1987 წლამდე. 1987 წელს მუშაობა დავიწყე
ხარაგაულის რაიონის აღმასკომში ბუნების დაცვის საზოგადოების რაიონული
საბჭოს პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე სადაც ვიმუშავე 1994 წლამდე
და ამავე წელს დავინიშნე ხარაგაულის რაიონის საერთო განყოფილების
ინსპექტორის თანამდებობაზე 2005 წლამდე. 2005 წლის მაისში დავინიშნე სოფლის
მეურნეობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 2006 წელს დავინიშნე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო
განყოფილების უფროსად. 2007 წელიდან დღემდე ვმუშაობ პროფესიული საჯარო
მოხელის თანამდებობაზე უფროს სპეციალისტად.
მყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.
მარინე კვინიკაძე

ტელ: 599 85 26 06    

--------------------------------------------------------- 

 მთავარი  სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში

ზაალ    ორბელაძე

ავტობიოგრაფია

მე, ზაალ ორბელაძე დავიბადე 1969 წლის 24 სექტემბერს ქ. ზესტაფონში. 1986 წელს
დავამთავრე ზესტაფონის რ-ნის სოფელ ქვედა საზანოს N2 საშუალო სკოლა. 1987-98
წლებში ვმსახურობდი სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1996 წელს დავამთავრე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით და მომენიჭა იურისტის
კვალიფიკაცია.
1994 წლის 9 სექტემბრიდან 1995 წლის 17 სექტემბრამდე ვმუშაობდი ზესტაფონის
რაიონულ პოლიციაში უბნის ინსპექტორად. 1997 წლის 27 ივნისიდან 1999 წლის 5
ივლისამდე ვმუშაობდი ხარაგაულის რაიონულ პოლიციაში მომკვლევი-ინსპექტორის
თანამდებობაზე, ხოლო 1999 წლის 5 ივლისიდან 2003 წლის 30 ივნისამდე ვმუშაობდი
საქართველოს შ.ს.ს. საგამოძიებო დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონის საგამოძიებო
ქვეგანყოფილებაში გამომძიებლად. 2004 წლიდან 2010 წლამდე ვეწეოდი საადვოკატო
საქმიანობას სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
ჩაბარებული მაქვს ადვოკატთა და პროკურატორის მუშაკთა საკვალიფიკაციო
გამოცდები და მიღებული მაქვს შესაბამისი სერთიფიკატები.
2011 წლის თებერვლიდან 2011 წლის 1 ივლისამდე ვმუშაობდი ხარაგაულის N48
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ. 2014 წლიდან დღემდე
ვმუშაობ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში უფროს
სპეციალისტად იურიდიულ საკითხებში.
ოჯახში მყავს პენსიონერი მშობლები, მეუღლე და ერთი შვილი.
ოფიციალურად რეგისტრირებული ვარ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა
საზანოში, ფაქტობრივად ვცხოვრობ დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქ. N 28-ში.
ზ. ორბელაძე

ტელ: 577 99 89 29 

---------------------------------------------------------  

სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში

ნინი თხელიძე

ავტობიოგრაფია

მე, ნინო გივის ასული თხელიძე დავიბადე 1990 წლის 16 აპრილს, ქალაქ თბილისში.
2007 წელს დავამთავრე ხარაგაულის ევგენ ხარაძის სახელობის N3 საჯარო სკოლის
სრული კურსი. იმავე წელს ჩავაბარე და 2011 წელს დავამთავრე, ფილიპე
გოგიჩაიშვილის სახელობის თბილისის იურიდიულ-ეკონომიური ინსტიტუტის
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალობით ჟურნალისტი. პარალელურად
2011 წლიდან ვმუშაობდი გაზეთ „თვითმმართველობის მაცნე“ -ში ჟურნალისტად. 2012
წლის ივლისიდან მუშაობა განვაგრძე საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9“-ში
ჟურნალისტად. 2013 წლის ივნისიდან მუშაობა დავიწყე ა(ა)ი.პ „ ხარაგაულის შიდა
ტურიზმის ცენტრში“ დირექტორის მოადგილედ. 2018 წლის 9 მარტიდან დღემდე
ვმუშაობ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საზოგადოებასთან
ურთიერთობის სპეციალისტად.

ნ. თხელიძე

nino.tkhelidze@kharagauli.gov.ge

ტელ: 595 45 31 37 

---------------------------------------------------------  

სპეციალისტი ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში

გოჩა კაციტაძე 

ავტობიოგრაფია

მე, გოჩა კაციტაძე დავიბადე 1984 წლის 4 ივლისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ
დიდვაკეში. 2002 წელს დავამთავრე სოფელ მარელისის საჯარო სკოლა.
2008 წელს დავამთავრე საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტი.- ინჟინრის
კვალიფიკაციით 2013 წელს მუშაობა დავიწყე ხარაგაულში, სამაშველო სამსახურში,
მეხანძრე-მაშველად.
2015 წლიდან დღემდე ვმუშაობ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარტში,
ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში უფროს სპეციალისტად.
მყავს დედა, მამა და ერთი ძმა. ვარ დასაოჯახებელი.
გ. კაციტაძე

 

-------------------------------------------------

ხათუნა გურგენიძე

სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში

მე, ხათუნა გურგენიძე, დავიბადე დაბა ხარაგაულში, 1979 წლის 08 აგვისტოს,
1996 წელს დავამთავრე ხარაგაულის #1 საშუალო სკოლა, 2003 წელს დავამთავრე
თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური ინსტიტუტი ,, ცოდნა“, ისტორიისა და
ქართული ენა-ლიტერატურის ფაკულტეტი.
2005 წლიდან ვმუშაობდი ხარაგაულის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა
პოზიციებზე.
ამჟამად ვმუშაობ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უფროს
სპეციალისტად, ორგანიზაციულ საკითხებში.
მყავს: მეუღლე - გიორგი ჩიკვაიძე და ორი შვილი - ნინო ჩიკვაიძე და ნიკოლოზ
ჩიკვაიძე .

ხათუნა გურგენიძე 599 85 26 03

 

ნანახია: 0 - ჯერ