სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_10.jpg

საიუბილეო პლენერი

საიუბილეო პლენერი „გამა 2020“-ში მონაწილეობას მხატვრები საქართველოს სხვდასხვა კუთხიდან მიიღებენ.

29-30 აგვისტოს, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი გამართავს საიუბილეო მხატვართა პლენერ „გამა 2020”.

პლენერი წელს მეხუთედ გაიმართება, რომლის ავრტორია ა(ა)იპ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და რეჟისორი, იზა ვეფხვაძე. პლენერში მონაწილეობას მიიღებს 32 მხატვარი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. წელს პროექტის მნიშვნელოვანი სიახლეა-პლენერში ემეგრანტების დინსტანციური მონაწილეობა. პლენერი საქველმოქმედოა. მონაწილე მხატვრები დახატავენ ხარაგაულის ხედებს, რომლებსაც შემდგომ საჩუქრად გადასცემენ ლიტერატურულ თეატრს. წელს პლენერის გახსნა და დახურვა მოხდება სოფელ სამებაში, ბახვა სამხარაძის ზღაპრულ კარ – მიდამოში. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იქნება ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, მამა პეტრე (კერტანიძე), ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, რიგითი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქველმოქმედებით გამოხატავენ მხარდაჭერას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ორი სამშობლოს ღირსეული მოქალაქე, ბატონი პაატა იოსებაშვილი. მისი ქველმოქმედებით პლენერის მონაწილეებისთვის დამზადდება მაისურები პლენერის ლოგოთი, ასევე მონაწილე მხატვრებს დააჯილდოებს სპეციალურად ჩამოსხმული ღვინით. 

ნანახია: 3572 - ჯერ