სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/32565900_1702364819842931_6037832262706266112_n.jpg

რა გაკეთდა ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში

კითხვაზე - რა გაკეთდა? ამჯერად ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული სამუშაოებით ვუპასუხებთ.

ბორითის ადმინისტრაციული ერთეული ყველაზე დიდი თემია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, რომელიც 9 სოფელს აერთიანებს.

ბორითი, საქასრია, მაქათუბანი, უბისა, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, ამაშუკეთი და ციხისძირი - ყველა მათგანი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული.

2014 წლის აღწერით ბორითის თემის მოსახლეობა 2 491 ადამიანს შეადგენდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში არასდროს შეინიშნებოდა მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია, ბორითის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღს არასდროს დაკლებია აღსაზრდელები, სწორედ ამან განაპირობა 2014 წელს ბორითის საბავშვო ბაღში ჯგუფების დამატება და შენობის სრული რეაბილიტაცია.

დღესდღეობით ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში დაახლოებით, 3200 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა არის ერთი უძველესი სოფელი, ერეთა, საიდანაც შეინიშნება მკვეთრი მიგრაცია, მაგრამ ეს ხდება მთიდან ბარისკენ და ერეთიდან ასახლებული ოჯახები არა ქალაქში, არამედ ისევ თავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბარში, სახლდებიან.

ბორითის ადმინისტრაციული ცენტრიდან ხარაგაულამდე მანძილი 28 კმ-ია.

სოფლები გამოირჩევიან უნიკალური ლანდშაფტებით და უძველესი არქიტექტურით, როგორიც უბისის მონასტერი და კოზმანის ეკლესიაა.

ახლა კი გავიგოთ რა გაკეთდა ამ ულამაზეს სოფლებში 2013 წლიდან დღემდე:

სოფელ უბისაში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა.

მონასტერთან მოასფალტდა გზა, მოეწყო გარე განათება და საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის.

სოფელ მაქათუბანში მოიხრეშა საუბნო გზები და აშენდა სარიტუალო სახლი.

სოფელ ბორითის საბავშვო ბაღში მოეწყო ეზოს ატრაქციონი.

სოფელ ერეთაში გაკეთდა საუბნო გზა.

სოფელ ბორითის კულტურის სახლმა შეიძინა გამახმიანებელი.

სოფელ ბორითში, მაჩაიძეების უბანში, შეკეთდა წყლის ავზი.

სოფელ ბორითში, ფაბრიკის უბანში, მობეტონდა გზის მონაკვეთი.

სოფელ ციხისძირში მობეტონდა საუბნო გზა.

სოფელ ვაშლევში გაკეთდა გარე განათება.

სოფელ ვაშლევში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა.

სოფელ ვაშლევში შემოიღობა სასაფლაო.

სოფელ საქასრიაში მოპირკეთდა სარიტუალო სახლის იატაკი და აშენდა დამხმარე შენობა.

სოფელ საქასრიაში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა.

სოფელ ამაშუკეთში მობეტონდა გზის მონაკვეთი.

სოფელ კვესრევის ორ უბანში მოეწყო ცხაურები საუბნო გზებზე.

სოფელ კვესრევში შეკეთდა წყლის ავზი.

სოფელ ციხისძირის საუბნო გზის დასაწყისში, მდინარე ძირულაზე, მოეწყო ნაპირსამაგრი კედელი.

მობეტონდა სოფელ ვაშლევის ორი საუბნო გზა.

საქასრიაში, რკინის ხიდის უბანში, მობეტონდა საუბნო გზები.

მობეტონდა ღორეშა-ბორითის დამაკავშირებელი გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი.

უბისაში მობეტონდა ძინძიბოურის საუბნო გზა.

მობეტონდა ჭალის უბნის გზა სოფელ უბისაში.

მაქათუბანში მობეტონდა 4 საუბნო გზა.

სოფელ უბისაში, ტაძრის მიმდებარედ მოეწყო სკვერი.

სოფელ ბორითის ორ უბანში მოეწყო გარე განათების სისტემა.

სოფელ უბისაში მოეწყო გარე განათება.

სოფელ ბორითის საბავშვო ბაღი გარემონტდა და მოეწყო თანამედროვე სტანდარტებით.

სოფელ ბორითში მოიხრეშა საუბნო გზები.

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო 7 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 ხიდ-ბოგირს.

საქასრიაში გაკეთდა 2 სამანქანო ხიდი.

მაქათუბანში აშენდა ახალი საავტომობილო ხიდი.

სახელმწიფოსგან "დანერგე მომავლის" ფარგლებში დაფინანსდა 2 მეწარმე გელა გოლუბიანი და ბაქარ ბარბაქაძე, რომლებმაც ჟოლოს წარმოებას მიჰყვეს ხელი.

ნანახია: 2209 - ჯერ