თუ თქვენ ჯაფაროულში ცხოვრობთ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა
დაბა ხარაგაულთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელ ჯაფაროულში გზის რეაბილიტაცია დაიწყო!
ბეტონის საფარი სოფლის ცენტრალური გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე იგება.
სამუშაოებს შპს „მათე“ ასრულებს, რომლის ღირებულებაც 200 000 ლარს აღემატება.
წელსვე, ჯაფაროულის ცენტრალურ გზაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების სისტემა ეწყობა.