სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/120751004_2898007600446394_4916586823534954970_o.jpg

რა გაკეთდა წყალაფორეთის თემში

 ალბათ ცოტა ხარაგაულელმა თუ იცის, რომ მუნიციპალიტეტში არის  სოფელი, სადაც მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს. ეს სოფელი ჩალხაეთია. 
 იქ მცხოვრებ ოჯახს მოგვიანებით უფრო ახლოს გაგაცნობთ. ახლა გეტყვით რატომ ვახსენეთ ჩალხაეთი.
 
ეს სოფელი წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულშია გაერთიანებული, დღეს კი, პარასკევია და ჩვენი კამპანიის ფარგლებში მოგიყვებით რა გაკეთდა ამ თემში, რომელიც 6 სოფელს წყალაფორეთს, ლახუნდარას, ხონს, ჩალხაეთს, ბუდიანეთს და პატარა ვარძიას აერთიანებს.
 საკრებულოს ცენტრიდან ხარაგაულამდე მანძილი 17 კილომეტრია. ცენტრი კი, სოფელი წყალაფორეთია, რომლის სახელწოდება მის ტერიტორიაზე წყაროების სიმრავლის გამო შეურქმევიათ.
 სოფელი ხონი სამკურნალო აბანოებით, ხოლო ლახუნდარა ბოტანიკური მნიშვნელობის ძეგლებით-მუხისა და ცაცხვის ასწლოვანი ხეებით გამოირჩევა.
 ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლები პატარა ვარძია და ბუდიანეთი საუცხოო ხედებით გამოირჩევიან.
 სოფელ წყალაფორეთში ადმინისტრაციულ ცენტრამდე მოეწყო ასფალტის საფარი 2750 მ.
 სოფელ პატარა ვარძიაში ცენტრალურ გზაზე მოეწყო გარე განათება.
 სოფელ ლახუნდარაში მოეწყო 3 ჭაბურღილი სასმელი წყლისთვის.
 ლახუნდარაში კავილაძეების, არჩევაძეებისა და ეკლესიის უბანში მოეწყოცენტრალური გზები ბეტონით ჯამში 7500 მ.
 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა სოფელ წყალაფორეთში.
 სოფელ ხონში მოეწყო 2 700 მცენტრალური გზა ბეტონის საფარით.
 სოფელ წყალაფორეთსა და ლახუნდარაში, არჩევაძეებისა და ეკლესიის უბანში 4 ახალი მოსაცდელი მოეწყო.
 800 მ გზის საფარი მოეწყო სოფელ წყალაფორეთში, გუდიანეთის უბანში.
 მდინარე საკრაულაზე, სოფელ ჩალხაეთში გაკეთდა საფეხმავლო ხიდ-ბოგირი, აგრეთვე მოეწყო სკვერი.
 ყიფიანებისა და მაჩიტაძე-ხიჯაკაძის უბნებში მოეწყო გზის საფარი ბეტონით, ჯამში 250 მ.
 სოფელ წყალაფორეთში ახალი სახურავით გადაიხურა სოფლის წისქვილი.
 ბეტონის საფარი მოეწყო 150 მ საუბნო გზაზე სოფელ პატარა ვარძიაში.
 წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ამჟამად 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს.
ნანახია: 2113 - ჯერ