სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94.jpg

ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე სოფლის წამომადგენლებს შეხვდა

ხარაგაულის მერიაში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება იყო.
ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ჩხეიძემ წარმომადგენლებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. ასევე აღნიშნა, რომ მაქსიმალურად გააკონტროლონ სოფლებში არასაჭირო მობილობა, თავშეყრა და ხალხმრავალი ღონისძიებები. 
ისაუბრეს ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესახებ. დღეის მდგომარეობით, მცირე პროექტები დარჩენილია რამდენიმე სოფელში თუმცა წლის ბოლომდე მათი დასრულება მოხდება.
ნანახია: 1121 - ჯერ