სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_32.jpg

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიმდინარეობს

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“
„სუფთა რეგიონი 2020“
გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ხარაგაულის მოსახლეობას შეუძლია წარმოადგინოს ფოტო-მასალა შემდეგი ნომინაციებისთვის!
ყველაზე სუფთა ქუჩა
სუფთა, ლამაზი ეზო
სუფთა, ლამაზი, საწარმოს დაწესებულების ეზო 
ლამაზი აივანი
იაქტიურეთ! იყავით პირველები, წარმოაჩინეთ თქვენი უბნის, დაბის, სოფლის ყველაზე ლამაზი/სუფთა ქუჩა, ეზო, აივანი,
....გააცანით ის სრულიად საქართველოს მოსახლეობას!
ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე
pr.kharagauli@gmail.com
ფოტო მასალის მიღება გაგრძელდება 18 ნოემბრის ჩათვლით.
გამოგზავნილ ფოტო-მასალის შეგროვებას და ორგანიზატორებთან გაგზავნას უზრუნველყოფს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური!
კონკურსი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების („საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ - KGT, საქართველოს ბუნების
მკვლევართა კავშირი „ორქისი“) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი
ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის ფინანსური
მხარდაჭერით.
კონკურსს აფასებს სპეციალურად კონკურსისათვის შექმნილი ჟიური!
გამარჯვებულები დასახელდება 2021 წლის იანვარში.
ნანახია: 2095 - ჯერ