სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg

7 დეკემვბერს საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა

7დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა.
 
სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის მე-3 კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ ისაუბრა.
 
მერიის ქონებისა და ეკონომიკის სმსახურის უფროსის მოვალეობის სემსრულებელმა მაია ალავიძემ საკრებულოს ორი საკითხი წარუდგინა - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის, 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხე და ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N 50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი.
 
დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ვარლამ ჭიპაშვილის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და თანამდებობიდან
გათავისუფლების შესახებ საკითხი. ამავე სხდომაზე საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო-კომისიის თავმჯდომარედ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, არჩეულ იქნა პავლე კიკალიშვილი.
 
ნანახია: 1968 - ჯერ