სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0895.jpg

საკრებულოს სხდომაზე მორიგი საბიუჯეტო ცვლილება მიიღეს

16 თებერვალს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. სხდომაზე იმყოფებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელიც საკითხის ირგვლივ დასმულ კითხვებს პასუხობდა.

 საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით „სოფლის მხარდაჭერი პროგრამის“  ფარგლებში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტს  890 000 ლარი გამოეყო. ხოლო საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის - მიზნობრივი ტრანსფერი 77 978,89 ლარი.   

მერიის წარმომადგენლების განმარტებით,  სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც  პროექტებზე სამშენებლო სამუშაოები ვერ  შეასრულეს  და მათზე 2018-1019 წლებში გაცემული იყო დაფინასება-ავანსის სახით, ეს თანხა მერიის მოთხოვნის შედეგად დაბრუნდა ბიუჯეტში. ასეთ კომპანიებს მუნიციპალიტეტმა ასევე, გაუუქმა ხელშეკრულებები. 

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, პავლე კიკალიშვილმა, საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით, კომისიის  დადებითი დასკვნა წარადგინა. 

საკრებულოს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  საბიუჯეტო ცვლილების აუცილებლობა დეტალურად განმარტა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შეწყვეტილ ხელშეკრულებებზე და დაბრუნებულ ავანსებზე. ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, დაბრუნებული თანხა სრულად მიიმართება დაუმთავრებელი პროექტების დასასრულებლად:

„ყველა სამართლებრივ გზას ვიყენებთ იმისათვის, რომ ბიუჯეტიდან ავანსის სახით გაცემული თანხები  უკან დავიბრუნოთ.  შეწყვეტილ პროექტებზე საჭიროა ტენდერების ხელმეორედ გამოცხადება.  ზოგიერთ პროექტზე საჭირო გახდა დამატებითი თანხების მოძიება.   ეს პროექტებია: ზედუბნის, ლეღვან-მარელისის დამაკავშირებელი, ნუნისისა და გოლათუბნის (სხვერის უბნის)გზები. იყო საუბარი, რომ ამ ოთხიდან რომელიმე პროექტი გაგვეჩერებინა, რაზეც მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ ეს მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა და საფინანსო სამსახურს თანხების მობილიზება დაავალა, რათა გავაგრძელოთ შეჩერებული პროექტების განხორციელება“-განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის განმარტებით, ანალოგიური მდგომარებაა სარგვეშის ცისკაძეების საუბნო გზასთან დაკავშირებით, რომლის რეაბილიტაციის ღირებულება 440 ათასი ლარია. ამ თანხის ნაწილი -110 000 ლარი მუნიციპალიტეტის მერიამ, საკუთარი სახსრებიდან დააფინანსა და პროექტი აუცილებლად განხორციელდება. 

 

ნანახია: 1298 - ჯერ