27 აპრილს, 10:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები იქნება განხილული:
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი: ვლადიმერ გელაშვილი.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ხევში მდებარე,412კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.05.33.304). სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ
. მომხსენებელი: მაია ალავიძე.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: მაია ალავიძე.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: მაია ალავიძე.