მერიაში სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ - ტექნიკური უზურნველყოფის სამსახური იქმნება
დღეს ბიუროს სხდომაზე მერიაში სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.
ახალი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით, საკითხი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა წარადგინა.
კახა გოლუბიანის ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, რომელიც ამ დრომდე მერიის ადმინისტრაციულ სამსახურის შემადგენლობაში შედიოდა, ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდება.
„სამსახური ექვსი საშტატო ერთეულით იქნება წარმოდგენილი. სამ საშტატო ერთეულზე, სამსახურის უფროსის და ორი სპეცილისტის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდება, დანარჩენ შტატებზე კი განყოფილებაში დასაქმებული საჯარო მოხელეები დარჩებიან, რომელთაც კონკურსის გავლა აღარ დასჭირდებათ”- განმარტა კახა გოლუბიანმა.
ბიუროს წევრის დავით კიკნაძის განცხადებით, განყოფილებას საკმაოდ დიდი უფლებამოსილება აქვს და სამსახურის სახით წარმოდგენის შემთხვევაში მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდება.
სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შექმნის საკითხი დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.
საკითხი 7 ივნისის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება.