სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdasdasd.jpg

წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 156 პროექტი გაკეთდება

დღეს მერის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მთავარი  დრო  ,,სოფლის მხარდაჭერი პროგრამით“ გამოყოფილი  თანხების ათვისების კუთხით არსებული მდგომარეობის მიმოხილვას დაეთმო.

 კობა ლურსმანაშვილმა თათბირზე აღნიშნა, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებულად უნდა წარიმართოს და ამისთვის ყველა რესურსი ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული.

 წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში  890 ათასი ლარი დაიხარჯება.  კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერია, თანადაფინანსებაში შევა  იმ საჭიროებების  დასაფინანსებლად, რომელთა  შესასრულებლად სოფელს , აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, არასაკმარისი თანხა აღმოაჩნდათ და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 193 ათას ლარი დაიხარჯება .

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა  წარმომადგენლებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა და  მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის  სამსახურთან და შესაბამის პასუხისმგებელ  პირებთან ახლო კოორდინაცია მოსთხოვა.  კობა ლურსმანაშვილმა   წარმომადგენლებს ხაზგასმით მოუწოდა ყურადღება გამოიჩინონ მოსახლეობის საჭიროებების და სოფლად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ.

   ,, 6 თვის შედეგებზე პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც ამ თემასთან იკვეთება. ამიტომ ყველა რგოლი უნდა ეცადოს, რომ 6 თვის საანგარიშო პერიოდი იყოს ნაყოფიერი.  მე მინდა შედეგი , წარმატება და ეს წარმატება უნდა იწყებოდეს თქვენით“  - მიმართა კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე მერმა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამების“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესრულებაზე პასსუხიმგებლობა მერიის  წარმომადგენლებთან კოორდინირების განყოფილებას დააკისრა.

  წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 156 პროექტი განხორციელდება.

 

 

 

ნანახია: 3238 - ჯერ