სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0184.JPG

14 ახალი პროექტი ხარაგაულისთვის

მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილისა და მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის აქტიური ჩართულობით, მთავრობის გადაწყვეტილებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა.

ხარაგაულს დამატებით 2 104 678 ლარი გამოეყო, რომლითაც შემდეგი პროექტები განხორციელდება.

დიდვაკის მრავალსართულიან  ბინის რეაბილიტაცია - 202 904 ;

ბორითის საუბნი გზის რეაბილიტაცია (გორგაძეებისა და ფაბრიკის უბანი) - 250 000 ლარი;

სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) -114 000 ლარი;

სოფელ ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთი) - 200 000;

სოფელ ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ნანიტაშვილების უბანი მეორე ეტაპი) -109 649 ლარი;

ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია - 200 000 ლარი;

სოფელი მაქათუბანში ორი უბანში გზის რეაბილიტაცია - 150 000 ლარი;

სოფელ ხევის საუბნო გზის რეაბილიტაცია - 130 172 ლარი;

სოფელ სარგვეშში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხვიჩა მუმლაძის უბანი) - 100 000 ლარი;

სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია - 85 000 ლარი;

სოფელ ლახუნდარაში საუბნო გზის რეაბილიტაცია - 128 452 ლარი;

სოფელ ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია - 150 000 ლარი;

სოფელ კიცხში საუბნო გზების რეაბილიტაცია - 172 069 ლარი;

სოფელ ფარცხნალში  ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) - 112 432 ლარი;

 700 000 ლარი კი მომავალ წლის პროექტებზე გაიხარჯება.

 მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა, რომ მომავალ წელს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ის პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც წელს ვერ მოხვდა დაფინანსებაში.

,,მესმის დეპუტატების, მათთვის მნიშვნელოვანია საკითხები, რომლებიც ახალი დაფინანსების ფარგლებში ვერ მოგვარდება. ბიუჯეტი მცირეა, პრობლემები ბევრი. გვიწევს პრიორიტეტების შერჩევა. მთავარია, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას პერსონალური მიდგომებით არ ვხელმძღვანელობთ და საკრებულოს წევრებს აქვთ ჩართვის საშუალება. ყველა დაფინანსებული პროექტი მნიშნელოვანია და მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება. მომავალ წელს კი დარჩენილი საკითხების მოგვარების გზებზე ვიმუშავებთ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან საერთო ჯამში წელს 5 385 277 ლარი გამოეყო.

ნანახია: 1590 - ჯერ