სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_66.jpg

ორშაბათის თათბირის მთავარი მესიჯები

ორშაბათის ტრადიციული თათბირი მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა , მოადგილესთან დავით დევდარიანთან ერთად წარმართა.

ხალხთან მეტი სიახლოვე, კომუნიკაცია, სოფლის მაცხოვრებლების საჭიროებების ცოდნა და მათზე დროული რეაგირება - ასეთია მერის პირველი მოადგილის მთავარი მესიჯი, მერის წარმომადგენლებისადმი.

ვარლამ ჭიპაშვილი:

,, მერის წარმომადგენელმა  უნდა შეძლოს მოქალაქის  მდგომარეობის ზუსტი შეფასება და შემდეგ სწორი ორიენტირება მოახდინოს სოციალურ პროგრამებზე, რომ მოსახლეობას წვდომა გაუჩნდეს იმ ბენეფიტებზე და შესაძლებლობებზე , რასაც ხარაგაულის მერია მათ სთავაზობს.“

თათბირზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა სოციალურ საკითხებზე ისაუბრა. სოციალურ საკითხთა კომისია, მერის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით, აქტიურად მუშაობს მოქალაქეების მიერ შემოსულ განცხადებებზე.

,,სამედიცინო გამოკვლევებს 500 ლარამდე ვაფინანსებთ, რასაც არცერთი სადაზღვევო კომპანია  არ ანაზღაურებს, გვაქვს ძალიან მოქნილი სოციალური პროგრამები , რომელიც იმიტომ შეიქმნა , რომ მოქალაქეებს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, ჩვენი სურვილია ის ადამიანები , რომელთაც ამ ტიპის საჭიროებები აქვთ , ჩვენამდე მოვიდნენ და იმ ფინანსური რესურსით , რაც მუნიციპალიტეტს მათთვის აქვთ გამოყოფილი სარგებლობა შეძლონ.“

 ვარლამ ჭიპაშვილმა სტიქიით დაზარალებული და  მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეების განცხადებების შემსწავლელი კომისიის მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშა , რომ ახალი დებულებით  მერიას შესაძლებლობა აქვს განმეორებით დაეხმაროს მოქალაქეს, რომელსაც პირველ ჯერზე გაცემული თანხა მიზნობრივად აქვს გახარჯული.

,, ოჯახებს რომელიც მიზნობრივად გამოიყენებენ მიცემულ თანხას და კომისია შესაბამის დასკვნას წარმოადგენს, შესაძლებელია განმეორებით დავეხმაროთ, ასეთი შემთხვევები გვქონია და ჩვენი მიზანია იმ ოჯახს, რომელიც საჭიროების მიზნით იყენებს გაცემულ დაფინანსებას,  ბოლომდე მოვუგვაროთ პრობლემა.“

თათბირზე ვახანში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნა  გააჟღერა ვახანის ადმინისტრაციული ერთეულში, მერის წარმომადგენლის თანაშემწემ  მაია ბერძულმა.

ამ ეტაპზე მერიას მუნიციპალური ტრანსპორტის 5 სვლა გეზი აქვს შესყიდული.

მერის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ხარაგაულის მერიაში განიხილება ახალი მუნიციპალური სვლა-გეზების შესყიდვა, მათ შორის ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, რაც  ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება.

ნანახია: 664 - ჯერ