სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0150.jpg

ქვეყნის მთავარმა იმუნოლოგმა, ამირან გამყრელიძემ ბორითის კოვიდცენტრი მოინახულა

დღეს  ბორითის  სამედიცინო  დაწესებულებაში, კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  პროცესს,   დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე  ადგილზე  გაეცნო და  მუნიციპალიტეტში არსებული  ეპიდვითარება  შეაფასა.

ქვეყნის მთავარმა  იმუნოლოგმა  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერის  პირველ  მოადგილე  ვარლამ  ჭიპაშვილთან  ერთად,  იმ  პრევენციული ღონისძიებების  შესახებ იმსჯელა,  რომელიც   თავის  მხრივ  ხელს  შეუწყობს  მუნიციპალიტეტში  ვაქცინაციის  გააქტიურებას. 

შეხვედრას  ასევე  ესწრებოდნენ, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა  გიორგიძე, რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრის  დირექტორი  გიორგი  ამურველაშვილი, ხარაგაულის  მერიის  ჯანდაცვისა  და  სოციალური  დაცვის  განყოფილების  უფროსი  ალექსანდრე   ტაბატაძე  და     ა(ა)  იპ  ,,ჯანდაცვის  ცენტრის“  ეპიდემიოლოგი  გულნაზი  ვეფხვაძე.

როგორც  ვარლამ  ჭიპაშვილმა  განმარტა,  მუნიციპალიტეტში აცრები  ორ ლოკაციაზე - ხარაგაულის  კლინიკასა  და  ბორითის  გადაუდებელ  ცენტრში   ხორციელდება  და   მოქალაქეთა  ტრანსპორტირებას    მერია უზრუნველყოფს.    მისივე  ინფორმაციით,   ვაქცინაციის  შეუფერხებლად  წარმართვისათვის,  შექმნილია  შტაბი და ადგილობრივი  ხელისუფლება  ამ  კუთხით  მოსახლეობას  მაქსიმალურად ხელს  უწყობს.

ამირან  გამყრელიძის  განცხადებით,   საქართველოში  ბოლო პერიოდში  კოვიდ სტატისტიკა  საკმაოდ  შემაშფოთებელია  და  ამ  რთულ  ვითარებაში  ერთადერთი  გამოსავალი  ვაქცინაციაა. 

,, ფაქტიურად  ომში  ვართ  და აუცილებელია   ერთმანეთს გავუწიოთ ანგარიში,  მოვუფრთხილდეთ საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს. ავიცრათ,  ვატაროთ  პირბადე  და  დავიცვათ  სოციალური  დისტანცია. ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყანაში პანდემია დავასრულოთ, რისთვისაც  საჭიროა,  რაც შეიძლება მეტი  ადამიანი  იყოს  ვაქცინირებული.  უნდა  გააქტიურდეს    მუნიციპალიტეტში ამ  მიმართულებით  მუშაობა  და რაც  ყველაზე  მთავარია,   სწორი  ინფორმაცია  მივაწოდოთ  მოსახლეობას.“-განმარტა  ამირან  გამყრელიძემ.

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში  ამ ეტაპზე  ეპიდემიოლოგიური  სტატისტიკა ასეთია:

 საერთო  ჯამში 878  პირია  დაინფიცირებული, სტაციონარულ მკურნალობას  30 პაციენტი გადის,  გამოჯანმრთელებულია  714,  გარდაცვლილია 17;  თვითიზოლაციაში,  დაახლოებით,  135 ადამიანი  იმყოფება.  აცრილია- 1374.

ნანახია: 1251 - ჯერ