,,გაცოცხლებული_პროექტები''
სოფელ სარგვეშში , ცისკაძეების უბანში, სასოფლო გზის რეაბილიტაცია განახლდა. მერის მოადგილე , დავით დევდარიანი სამუშაოებს მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელთან, ზურაბ ბანცაძესთან, ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გზის 2.5 კილომეტრ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება.
დავით დევდარიანი:
,,ცისკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის პროექტი, ჯერ კიდევ 2018 წელს დაიგეგმა.პროექტის შესრულებაზე ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიებთან ორჯერ გაფორმდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო სამუშაოების შესრულება ვერ მოხდა. ინფორმაციისთვის, გზის აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს საკმაოდ რთულ რელიეფს. ხარაგაულის მერიის ჩართულობის და მუშაობის შედეგად, კვლავ მოხდა პროექტის ტენდერზე გატანა, გამოვლინდა გამარჯვეული კომპანია, რომელიც რელიეფისათვის მისადაგავებული ტექნიკით აწარმოებს სამუშაოებს.“
პროექტის ღირებულება 440 ათას 189 ლარია.
სამუშაოებს შპს ,,მათე“ ასრულებს.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.