დღეს, 15 ოქტომბერს ,,ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში" მოსწავლეთა მონაწილეობით „გრეჰეტბოლში“ ტურნირი ჩატარდა.
ტურნირი ხარაგაულის ,,სპორტისა დ შიდა ტურიზმის ცენტრის" (დირექტორი გია ჭიპაშვილი) ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 5 სკოლის 16-მა მოსწავლემ მიიღო.
პირველ ადგილზე გავიდა შოთა ვეფხვაძე, მეორე ადგილი ნიკოლოზ ლაცაბიძემ, ხოლო მესამე ადგილი დათო ბოგვერაძემ დაიკავა.
„გრეჰეტბოლი ნაკლებ კონტაქტური სპორტია, ამიტომ პანდემიის პირობებიდან გამომდინარე შევარჩიეთ სპორტის ამ სახეობაში შეჯიბრი.
გრეჰეტბოლი ფეხბურთის მსგავსი თამაშია, რომელშიც გაერთიანებულია ფეხბურთის, ჩოგბურთისა და ფრენბურთის ელემენტები“-განმარტა ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ფეხბურთის სექციის მრწვთნელმა, გოჩა გელაშვილმა.
შეჯიბრის დასასრულს გამარჯვებულები, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.