''kharagaulinews'' დაინტერესდა, როგორ დაკომპლექტდა ხარაგაულის საკრებულო 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე , ასევე გაუმჯობესდა თუ არა გენდერული ბალანსი და რამდენმა ქალმა მოიპოვა მანდატი.
გენდერული ბალანსის თვალსაზრისით, ხარაგაულის ახლადარჩეული საკრებულო იმერეთის მაშტაბით კვლავ ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს.
9 მანდატი ერგო ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“. 4 მაჟორიტარული და 5 პროპორციული სიით.
2 მანდატი ერგო ,,ნაციონალურ მოძრაობას'' პროპორციული სიით.
1 წევრს შეიყვანს გიორგი გახარია ,,პარტია საქართველოსთვის“.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ''ქართული ოცნება'' ერთადერთი პარტიაა, რომელსაც ამ მოწვევის საკრებულოში 9 ქალი წევრი ეყოლება.
ინფორმაციისთვის, 2017 – 2021 წლის მოწვევის საკრებულოში 10 ქალი იყო.
ქალთა რაოდენობა საგრძნობლად არა, თუმცა ამ მოწვევის საკრებულოში ორით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიიდან საკრებულოში 3 ქალი იქნება.
ახალი საკრებულო პირველ სხდომას მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში გამართავს.
საბოლოო მონაცემებით, ხარაგაულის 33 წევრიან საკრებულოში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ 24 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ კი-9.
მმართველი პარტიის 24 დეპუტატიდან 13 პარტიული სიიდან იქნება, ხოლო 11 მაჟორიტარი დეპუტატი.