ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია (სათეფა) სწავლებას ახორციელებს.
სწავლების პროცესი ახალი ელექტრონული პროგრამის დანერგვას ითვალისწინებს , რომლის საშუალებითაც მერია ქონების მართვას განახორციელებს.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, დათო ხოსრუაშვილი:
,,ჩვენი ასოციაცია ეხმარება მუნიციპალიტეტებს საბიუჯეტო და ქონების მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში. დღეს ჩვენ ხარაგაულის მერიის თანამშრომებს ახალი ელექტრონული პროგრამა გავაცანით, რომლის საშუალებითაც ეფექტურად მოხდება ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა და ზოგადად ქონების მართვა. ეს არის ერთიანი ბაზა , რომელშიდაც ერთდროულად შეძლებენ მუშაობას ქონების მართვის და საფინანსო სამსახურის თანამშრომლები.“
ხრაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მერია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასთან.
,,ხარაგაულის მერია ამ ორგანიზაციის წევრია. ჩვენ მათგან ვიზიარებთ იმ პრაქტიკას და რეკომენდაციებს , რომელიც ჩამოყალიბებული და მიღებული არის წლების განმავლობაში, რათა უფრო ეფექტურად განვკარგოთ საბიუჯეტო სახსრები და გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ.
მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:
მოგეხსენებათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაციის პროცესი წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. ეს ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი იყო,რომლის მოგვარებაზეც ვმუშაობთ და ეს პროცესი საფუძვლიანად დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის მიერ მოწვეულია აუდიტი. ამას კანონი ითვალისწინებს და ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარება უშუალოდ მათი ჩართულობით ხდება . ამ ეტაპზე, ოთხასი დაურეგისტირებელი ობიექტი აღვნუსხეთ და მოვაქციეთ ჩვენს ბაზაში .
პროცესი გამართულად მიდის, ვფიქრობ ახალი ელექტრონული პროგრამა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს ჩვენმა თანამშრომლება სწავლება გაიარეს, ინვენტარიზაციის პროცესს და ქონების მართვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.