სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/123.jpg

ხარაგაულის დევების ,,ახალი სიცოცხლე“

იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ ,,დევების''  რეაბილიტაციის პროექტი მოიწონა.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 282 000 ლარით დაფინანსდება.

 ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით , ხარაგაულის დევების ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონა შეიქმნება.

 ,,პროექტის ფარგლებში ჩვენ  ხარაგაულის დევების განახლებული მონუმენტი გვექნება. განახლდება მიმდებარე სკვერი, გაიზრდება რეკრეაციული ზონა, გაკეთდება მანქანების სადგომი და განათების ახალი სისტემა. ასევე, ხელნაკეთი ნივთებისთვის შესაბამისი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება რეგულარულად ან ღონისძიებების დროს მოხდეს ადგილობრივი ნაწარმის რეალიზება.

 დევები ხარაგაულისთვის, სავიზიტო ბარათია. ეს არის ადგილი, რომელიც წარსულიდან მოყოლებული, ახსოვს ყველას სტუმარს.  რამდენჯერმე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასე კომპლექსურად,  რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, არასდროს მომხდარა.

კობა ლურსმანაშვილი  განმარტავს , რომ დევებს ცაშეკრულას კანიონისა და ხანდების მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მოჰყვება.

 ,,იდეაშია, რომ დევების გამოქვაბულიდან ხანდების, ცაშეკრულას კანიონის და დევების მონუმენტის ჩათვლით ერთიანი  სარეკრეაციო ზონა მივიღოთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთაც საპილოტე პროგრამის სახით აკეთებს საქართველოს მთავრობა და ცხადია ეს შესაძლებლობა გაალამაზებს და  ბევრად უკეთესს გახდის ხარაგაულს.“

 ხარაგაულის მერი აცხადებს , რომ მომავალი წელი ხარაგაულისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლეების მომტანი იქნება.

 ,, მას შემდეგ რაც წყალარინების სამუშაოები დასრულდება, დაბა ხარაგაულში   საგზაო ინფრასტრუქტურა აღდგება,  ასევე  პრემიერ მინისტრის,  ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ჩვენ მივიღებთ სრულიად განახლებულ შენობებს და  ახალი წელს  ჩვენს მოქალაქეებთან ერთად განახლებული ხარაგაულით შევხვდებით.”

 

 

 

 

ნანახია: 1287 - ჯერ