სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0198.JPG

ხარაგაულის ახალი საკრებულოს თავმჯდომარედ მანანა ბარბაქაძე აირჩიეს

დღეს ახალი საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.

 სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მანანა ბარბაქაძის კანდიდატურა  დასახელდა, რის შემდეგაც ახალმა საკრებულომ ფარული კენჭისყრით, მეშვიდე  მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ მანანა ბარბაქაძე ხმა თა უმრავლესობით აირჩია.

მანანა ბარბაქაძე გახლდათ წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე.

მანანა ბარბაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარე:

,, ჩემთვის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელისთვის,  ადამიანები  და  მათი  ინტერესების  დაცვა უპირველესია. შემდეგი  ოთხი  წელი  ახალი  მიღწვებისა  და ახალი  შესაძლებლობების  იქნება  ხარაგაულისათვის.  ნებისმიერი  გადაწყვეტილება  დაფუძნებული  იქნება, მოსახლეობის  საჭიროებებზე. რა  თქმა  უნდა,  გამოწვევები  ჯერ  კიდევ   ბევრია, ამ პოზიციაზე ყოფნა  ჩემთვის უდიდესი  პასუხისმგებლობაა.  მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობებისა  და კომპეტენციის ფარგლებში  გვერდით  დავუდგე  თითოეული ხარაგაულელის   ოჯახს.“

 

მანანა ბარბაქაძე პროფესიით  სამართალმცოდნეა. წლების  განმავლობაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა  შინაგან  საქმეთა  სამინისტროში. 2012 წლიდან, აქტიურადაა  ჩართული  პოლიტიკაში.  ხელმძღვანელობს  ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას. 2014-2017 წლებში გახლდათ ბორითის თემის მაჟორიტარი დეპუტატი. მისი ძალისხმევით, 2006-2014 წ.წ-ში სოფელ ვაშლევში  აშენდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, დედათა მონასტერი. ჰყავს ერთი შვილი და ორი შვილიშვილი.

 

 

 

ნანახია: 1253 - ჯერ