სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/258008366_190401586622095_4177537324181226458_n_4.png

საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება

ახლადარჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ მოადგილეების თანამდებობებზე დავით კიკნაძის, პაატა გოგოლაძის და ამირან  ოქრომჭედლიძის კანდიდატურები დაასახელა.

საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები  ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

 

საკრებულოს თავმჯდომარის, პირველი მოადგილის სავარძელი დავით კიკნაძემ დაიკავა.

დავით კიკნაძე პროფესიით იურისტია, სხვადასხვა დროს გახლდათ პედაგოგი,  საღანძილის საშუალო  სკოლის დირექტორის მოადგილე,  საღანძილის თემის საკრებულოს გამგებლის მოადგილე, საღანძილის საშუალო სკოლის დირექტორი, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტი.

2013 წლიდან 2017 წლამდე  იკავებდა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიციას.

2017 წლიდან დღემდე არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე.

 2014 და 2017 წელს არჩეული გახლდათ  საღანძილის თემის მაჟორიტარ დეპუტატად.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

პაატა გოგოლაძე 2012 წლიდან არის  პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული იცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.

2013-2014 წ.წ. იყო  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

2014-2016 წ.წ-  გამგებლის პირველი მოადგილე.

2016-2017წ.წ გახლდათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

 2017წლიდან დღემდე გახლდათ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,  ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.

პაატა გოგოლაძე საკრებულოს მეორე მოადგილედ იქნა არჩეული.

 

ამირან ოქრომჭედლიძე 1978 წლიდან  დღემდე  არის ხარაგაულში,  ღვინის წარმოების უფროსი. გახლდათ ხარაგაულის  საკრებულოს ორგზის  მოწვევის   დეპუტატი.   2006-2010წ.წ-არჩეულ იყო კიცხის  მაჟორიტარ  დეპუტატად. 2010-2014 წ.წ. პროპორციული  სიით  იყო  საკრებულოს  წევრი.

ამჯერად ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

 

ნანახია: 1050 - ჯერ