სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/df.jpg

მთავარი საახალწლო ღონისძიება ხარაგაულში 8 იანვარს გაიმართება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება.

ხარაგაულში ცენტრალური ხელისფულების მიერ დაანონსებული საახალწლო კონცერტი 25 დეკემბერს იყო ჩანიშნული, რომელიც ვერტყვიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო.

8 იანვარს, მერიის წინ მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა. საბავშვო გასართობი სივრცე. განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ფერადი ინსტალაციები. პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულს და საჩუქრებს გადასცემს.

გაიმართება, როგორც ადგილობრივების, ისე მოწვეული შემსრულებლების კონცერტი. ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

  • 14:00 - ღონისძიების დაწყების დრო;
  • 14:00-19:30 - საახალწლო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. გლინტვეინი;
  • 15:00-18:00 - ბავშვებს გაართობს მოსიარულე ორკესტრი;
  • 15:00-18:00 - მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი სადგურები: სახეზე მოხატვა, ელფები, სახელოსნოები, მასკოტები;
  • 15:00-18:00 - სანტა კლაუსთან ფოტოსესია;
  • 18:15-19:30 - „თეატრალური კვარტეტი";
  • საახალწლო ფოიერვერკი.
ნანახია: 2318 - ჯერ