სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/31.png

წინასაახალწლოდ ხარაგაულში სოციალური კამპანია ,,სიკეთის ახალი წელი“ მიმდინარეობს

კაპმანიის ფარგლებში ხარაგაულის მერიამ სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გასცა.

კერძოდ:

  ფულადი დახმარება გაეწია, 600 სოციალურად დაუცველ ოჯახს, საერთო თანხით, 30 ათასი ლარი.


  70 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს 3 402 ლარის ღირებულების განსავითარებელი სათამაშო გადაეცათ.

 

 მუნიციპალიტეტის მერიის და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ერთობლივი ინიციატივით საახალწლო ტკბილეული და საჩუქრები გადაეცა, 540 აღსაზრდელს, რომელთა საერთო ღირებულება 11 853 ლარი შეადგინა. 

 

  საახალწლო ნობათი გადაეცა 150 ბავშვს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

 

 ტკბილეულის ნაკრები მიიღო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის 160 მოსწავლემ.

 

 ტკბილეული და ხილის ნაკრები დაურიგდება ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“ 106 ბენეფიციარს. 

ნანახია: 1211 - ჯერ