8 იანვარს ხარაგაულის მერიის წინ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიება გაიმართ ება.
ღონისძიებაზე ხარაგაულელების წინაშე სიმღერებით წარსდგება ,,თეატრალური კვარტეტი“.
ამავე დღეს, მერიის წინ საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა და საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყობა.
განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ფერადი ინსტალაციები.
გაიმართება, როგორც ადგილობრივების, ისე მოწვეული შემსრულებლების კონცერტი.
მოხდება ხარაგაულის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.
ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.