სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0155_1.JPG

ხარაგაულის მერმა, საპატიო და ღვაწლმოსილ ხარაგაულელებს ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ სტატუსი მიანიჭა

ხარაგაულში, მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ ტიტულით 11 პიროვნება დაჯილდოვდა.

 

საზეიმო ცერემონიალზე საპატიო ხარაგაულელები საზოგადოებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად, წარადგინა.

 

“საპატიო ხარაგაულელის წოდება“ სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ ადამიანებს მიენიჭათ.

 

„საპატიო ხარაგაულელის წოდება ვფიქრობ, ყველაზე დიდი ჯილდოა ხარაგაულელებისთვის, ესაა დიდი პასუხისმგებლობა და საზოგადების მხრიდან მიღებული დამსახურებული სიყვარულის დასტური. ჩვენ საპატიო ტიტული მივანიჭეთ ადამიანებს, რომელთაც უყვართ ხარაგაული და იგი არაერთხელ ასახელეს,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

 

“ხარაგაულის საპატიო მოქალაქის” წოდება მიენიჭათ შემდეგ პირებს:

 

ირინე ჩხეიძე

მერი გიორგიძე

ვალერი გოგნაძე

ვლადიმერ გელაშვილი

ნუგზარ ნავაძე

ვასიკო კიკნაძე

იური ბუაჩიძე

ჯამბულ გამცემლიძე

მამუკა ლომიძე

პაატა იოსებაშვილი

იზოლდა ოკრიბელაშვილი

 

2015 წლიდან დღემდე „საპატიო ხარაგაულელის წოდება“ 30 პიროვნებას მიენიჭა.

ნანახია: 1454 - ჯერ