ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე kharagaulinews.gov.ge შეიქმნა მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმა, რომლის მიზანია შეფასდეს მოქალაქეების მხრიდან მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სერვისები/პროგრამები.
თუ ხართ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოქალაქე და გისარგებლიათ მუნიციპალიტეტის 2021 საბიუჯეტო წლის კონკრეტული სოციალური პროგრამითა თუ სერვისით, გაქვთ შესაძლებლობა ელექტრონულად დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება გაწეული სერვისისა თუ პროგრამის სარგებლიანობაზე, ამისათვის მიყევით მოცემულ ბმულს:https://kharagaulinews.gov.ge/Citizens_feedback/?page=1
გარდა აღნიშნულისა პლატფორმა გთავაზობთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების შესახებ. ამისათვის შემუშავდა უნივერსალური კითხვარი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ასახოთ არსებული საჭიროება/პრობლემა და ამასთანავე მიუთითოთ თქვენი მოსაზრება/რეკომენდაცია აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებთან დაკავშირებით. ამისათვის კი უნდა მიყვეთ შემდეგ ბმულს: https://kharagaulinews.gov.ge/Citizens_feedback/?page=2
ყოველივე მიმართულია იქეთკენ, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს არსებული პროგრამები და მოერგოს მოქალაქეთა ინტერესებსა და საჭიროებების.