სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/eeesss112.jpg

ხარაგაულში მარტოხელა დედებს დედის დღე მიულოცეს

ხარაგაულის მერიამ, დედის დღე, მრავალშვილიან, მარტოხელა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს მიულოცა.

მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა დღეს, ყველა დედას, განსაკუთრებულად ვუსურვო მშვიდობა. საქართველოს ისტორია ქალების, დედების გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია. სწორედ ყველაზე ძლიერ ადამიანებს ვულოცავ გაზაფხულის პირველ და ულამაზეს დღესასწაულს, დედის დღეს!"

დედის დღე,   სოციალური სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ და  ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა თეა ბერიძემ იმ მარტოხელა დედებს მიულოცა, რომლებიც შშმ ბავშვებს ზრდიან. 

მერიის სახელით, მარტოხელა დედებს საჩუქრები (საოჯახო ტექნიკა) და ყვავილები გადაეცათ.

ხარაგაულის მერია გამოხატავს პატივისცემას და მზაობას მრავალშვილიანი დედების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

ჩვენ გვახსოვს და პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირებს და მათ დედებს.

მერია ზრუნავს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებზე.

ნანახია: 868 - ჯერ