სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/275224645_3310619642518519_2877739596440994654_n.jpg

ბორითში  'სოფლის მხარდაჭერის' პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა

ბორითი, ამაშუკეთი, ერეთა , ვაშლევი, კვესრევი, მაქათუბანი, საქასრია, უბისა, ციხისძირი, - ეს ის სოფლებია ,სადაც მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი   ,,სოფლის  მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში  განსახორციელებელი  პროექტების  შერჩევის  მიზნით, საკონსულტაციო  შეხვედრებს დაესწრო.

მერის პირველ მოადგილესთან ერთად შეხვედრებს  ბორითის მაჟორიტარი დეპუტატი ია პაქსაშვილი და მერის  წარმომადგენელი  ბორითის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  ხათუნა ჯობაძე ესწრებოდნენ.ინფორმაციისთვის , ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, ხარაგაულის მერია ,  მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე ,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დამატებით, თანადაფინანსებას  განახორციელებს.

ვარლამ ჭიპაშვილი:

,,მოსახლეობას  ვესაუბრე პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე და  უშუალოდ  მოვისმინე  ის  ძირითადი  პრობლემები, რაც  ადგილობრივ  მაცხოვრებლებს  აწუხებთ.    სოფლისათვის გამოყოფილი თანხები,  მოქალაქეთა  უშუალო ჩართულობით  განიკარგება  და  მათ მიერ  შერჩეული პროექტების  განხორციელებას მოხმარდება."

 მოსახლეობის მხრიდან შეხვედრებზე რამდენიმე პრიორიტეტული  საკითხი  გამოიკვეთა, მოხდა  წარმოდგენილ  საპროექტო წინადადებებზე  მსჯელობა და შერჩეული პროექტები ოქმში ხელმოწერით დადასტურდა.

ბორითი - წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შესყიდვა; ხიდბოგირის რეაბილიტაცია;  ახალი ხიდბოგირის მოწყობა; საყრდენი კედლის მოწყობა; გზის შეკეთება-გასწორხაზოვნება. ორ უბანში სანიაღვრე არხების მოწყობა.

ამაშუკეთი -  გზის გასწორხაზოვნება.

ერეთა - ხიდბოგირის რეაბილიტაცია;  გზის შეკეთება და წყალგამტარების მოწყობა; ნაპირსამაგრის მოწყობა (დინარი)

ვაშლევი -  სასაფლაოს შემოღობვა (გაღმა უბანი);  გზის გაწმენდა-გასწორხაზოვნება და სანიაღვრე არხის მოწყობა; სკვერის რეაბილიტაცია;  სასაფლაოს  შემოღობვა (გაწმენდა)

კვესრევი -  სასაფლაოს შემოღობვა. გზის შეკეთება-გასწორხაზოვნება ორ უბანში.

მაქათუბანი -გზის შეკეთება-გასწორხაზოვნება.სანიაღვრე არხის მოწყობა (შველიძეების უბანი)

ნანახია: 1907 - ჯერ