დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მერიამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა ,რომელიც დეპუტატთა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა და ანგარიშის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.
2021 წლის ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარს , მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი აკეთებს.
,,2021 წლის ბიუჯეტის ანგარიში ცხადყოფს რომ მუნიციპალიტეტში ბევრი სოციალური,ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტი დაფინანსდა. გვაქვს პროგრესი და გვაქვს შედეგები.მუნიციპალიტეტში გადაიჭრა ისეთი პრობლემები,როგორიც იყო- საბიუჯეტო სახსრების აუთვისებლობა და პროექტების დაუსრულებლობა. ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა შესრულდა 106,7 %-ით და შემოსავლების გეგმის ზევით მობილიზებულ იქნა დამატებით -1 მილიონ 218 ათასი ლარი.
2020 წელთან შედარებით მიღებულია 3 მილონ 345 ათასი ლარით მეტი შემოსავლები. ➡️ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურული მიმართულება,შესაბამისად წინა წელთან შედარებით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის განიკარგა- 2 მილიონ 729 ათასი ლარით მეტი, კერძოდ,ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინასებაზე გაიწია 11 მილიონ 343 ათასი ლარის ხარჯი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ყველა პროექტი დაფინანსდა და დასრულდა.
გაიზარდა საზოგადოებრივი ტრასნპორტის მომსახურების არეალი და დამატებით დაფინანსდა ნადაბური-ხევი-ხარაგაულის ხაზი.
ჯერ კიდევ, 2019 წელს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად 1 მილიონ 200 ათასი ლარი 2021 წლის ბიუჯეტში გამოიყო.
წყლის სისტემების სარეაბილიტაციოდ 2020 წელთან შედარებით 54 000 ლარით მეტი დაიხარჯა.
2020 წელთან მრავალბინიანი საცხოვრებლების სარეაბილიტაციოდ დაიხარჯა 237 000 ლარით მეტი.
შეძენილ იქნა დევების სკვერისა სარეაბილიტაციო და ხუნევის ბაღის მშენებლობის პროექტები.
სოფლის მხარდამჭერ პროგრამაზე დამატებით გაიწია თანადაფინანსება -203 ათასი ლარის ოდენობით.
2021 წელს განათლების მიმართულებაზე გაიწია 2 მილიონ 441 ათასი ლარის დაფინანსება. გაიზარდა სათნოების სახლის მომსახურების არეალი.
გაიზარდა სასოფლო ბიბლიოთეკარების ხელფასები.
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ააიპმა შეიძინა 50 000 ლარის ნაგვის კონტეინერები. ბიუჯეტით დაფინანსდა ისეთი ახალი პროგრამა ,როგორიცაა ვეტერანთა დახმარების პროგრამა.
2020 წელთან შედარებით 2021 წელს სოციალური და ჯანდაცვის სფეროზე დავხარჯეთ 220 ათასი ლარით მეტი,კერძოდ- 1 მილიონ 359 ათასი ლარი.მათ შორის, დაფინანსდა ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა,სამედიცინო მომსახურებები,სამედიცინო ოპერაციები და სხვა.
მერიის სარეზერვო ფონდიდან განიკარგა 43 ათასი ლარი,რომელიც სრულად მიიმართა სოციალური მოთხოვნების დაფინანსებაზე.ბიუჯეტით გათვალისწინებულ გეგმიური პროგრამების დაფინანსებას პრობლემა არ შექმნია. პროგრესი ჩანს საბიუჯეტო მაჩვენებლებსა და გაკეთებულ საქმეებში.2021 წლის ბიუჯეტო ეფექტურად განიკარგა.
მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით,მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის აქტიურობით საანგარიშო პერიოდში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ხარაგაულში. მადლობა საკრებულოს უმრავლესობას ბიუჯეტის დამტკიცებისათვის,ბიუჯეტის ანგარიშის დამტკიცებისათვის და თანამშრომლობისათვის.გვრჩება პრობლემები,რომლებიც ერთობლივი შრომით 2022 წელსა და შემდგომ წლებში უნდა გადავჭრათ.ხარაგაულის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის,რომ 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას კიდევ მეტი შედეგები გვქონდეს.