,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები, მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა წიფის და წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართა.
მერის მოადგილე, დავით დევდარიანი:
,,წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტთა ჩამონათვალში მოხვდა ისეთი თემები, რომელთა განხორციელებაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არ ხდებოდა.
სოფლის მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს კრებებში. მათ კარგად გაითავისეს ამ პროგრამის სიკეთე და არსი. უფრო მომზადებულები და ჩამოყალიბებულები მოდიან შეხვედრებზე და ისეთი პროექტების განხორციელებას ითხოვენ, რომელიც სოფელს წაადგება.“
შეხვედრებს მერის წარმომადგენლები წიფის და წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაია გაჩეჩილაძე, როინ გელაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ვარძია -წყალაფორეთი - ხიდარის სამაჟორიტარო ოლქში შმაგი ხიჯაკაძე ესწრებოდა.
გუდათბანში, გოლათუბანში, ფონაში, წყალაფორეთში, ლახუნდარასა და ჩალხაეთში გამართულ სოფლის კრებებზე , განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:
გუდათუბანი - გზის შეკეთება
გოლათუბანი - სასაფლაოს შემოღობვა
ფონა - გზის შეკეთება , წყლის სისტემის მაგისტრალის მოწყობა.
წყალაფორეთი- წყლის სისტემის მოწყობა, წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შესყიდვა.
ხონი - ჭაბურღილის ( მოწყობა).
ლახუნდარა - საუბნო გზების შეკეთება, წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შესყიდვა.
ჩალხაეთი - გზის შეკეთება, ხიდი რეაბილიტაცია ( ბურჯების გამაგრება).
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას დაესწროთ თქვენი სოფლის საერთო კრებას და თქვენი მონაწილეობით, თანასოფლელებთან ერთად განკარგოთ ის თანხა, რომელიც თქვენი სოფლისთვის არის გამოყოფილი!
კრების ჩატარების გრაფიკი და თქვენი სოფლისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შეგიძლიათ იხილოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე:https://bit.ly/3JPVLBg