სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/es%20photos.jpg

კობა ლურსმანაშვილი: -  ხარაგაული, როგორც ყოველთვის დღესაც სოლიდარული იყო

ხარაგაულის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია – ,,გაიღე სისხლი, გააზიარე სიცოცხლე” ჩატარდა.

დონაციის პროცესს, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, სოციალური სამსახურის უფროსთან,  ნანა კიკნაძესთან ერთად გაეცნო.

სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის დირექტორმა სამედიცინო დარგში, მარინა რუხაძემ მერს, კობა ლურსმანაშვილს  მხარდაჭერისთვის და მოქალაქეების მაღალი აქტივობის გამო მადლობა გადაუხადა.

საჭიროების შემთხვევაში. მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში გაიგზავნება.

 კობა ლურსმანაშვილი:

 ,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, გაიღო სისხლი და გადაარჩინო ადამიანების სიცოცხლე. ვფიქრობ, ეს ქველმოქმედების ერთ-ერთი სახეა. ხარაგაული, როგორც ყოველთვის დღესაც სოლიდარული იყო და   ღირსეულად გამოხატა თავისი სრული მხარდაჭერა."

სისხლის უანგარო დონაციაში ჩართვის მსურველებს, დაინტერესების შემთხვევაში,  შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე  1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე https://donor.moh.gov.ge

სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში,  რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მიიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით.

გამოკვლევის შედეგები მოგეწოდებათ ინდივიდუალურად , დახურულ კონვერტებში.

,,ჭეშმარიტად ქველმოქმედნია ისინი, ვინც მოყვასის გადასარჩენად აბარებენ საკუთარ სისხლს. გაჭირვებულისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც მადლია ღვთის წინაშე: მითუმეტეს დასაფასებელია ღვაწლი მათი, ვინც სისხლის გაღებით სიცოცხლეს შეუნარჩუნებს განსაცდელში მყოფთ. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი ამ მადლის მოქმედი“ - სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია II.

 

 

ნანახია: 1549 - ჯერ