სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/111222.jpg

ხარაგაულის სოფლებში თოვლმა გზების გაწმენდის საჭიროება შექმნა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი უშუალო კონტაქტზე იყო თითოეული სოფლის წარმომადგენელთან და მათთან კომუნიკაციის ფორმატში მოხდა დავალებების გაცემა და გაწმენდითი სამუშაოების დაგეგმვა.

ღამის განმავლობაში გაიწმინდა დაბა ხარაგაულის და პატარა ხარაგაულის ცენტრალური გზები.

დღეს ა(ა)ი.პ დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანები"- ს მიერ გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა  ძირულა - ხარაგაულის მონაკვეთზე  და ხარაგაული-კიცხის მიმართულებით.  

გაიწმინდა ასევე  ბაზალეთის, ქროლის, ღარიხევის, ფარცხნალის, ახალსოფელის, ვახანის ,  სარგვეშის, საბის, ღორეშის,  ცენტრალური გზები და საჯვარე - მარიამწყაროს გზა.

მთელი დღის განმავლობაში ტექნიკა მუშაობდა მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში ზვარესა და გედსამანიაში.

ხარაგაულის მერი რჩება მოქალაქეებთან უწყვეტ კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში,  ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება მათთვის დახმარების და  მომსახურების გაწევა.

 

 

 

ნანახია: 1132 - ჯერ