სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3649.JPG

ხარაგაულის მერია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდა

მზის შვილებთან მარიამ მიქიაშვილთან და გიორგი კალანდაძესთან მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, სოციალური სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე და საკრებულოს წევრი პავლე კიკალიშვილი იმყოფებოდნენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მატარებელი 5 ადამიანი ცხოვრობს.

ხარაგაულის მერიის სახელით,  თითოეულ მათგანს მილოცვა და საჩუქარი გადაეცა.

ინკლუზიანიშნავს - ეს დაუნის სინდრომის 2022 წლის მსოფლიო გზავნილია.

სოციალური სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე:

,,ინკლუზია ნიშნავს, მაქსიმალურად ვიყოთ თითოეული ჩვენგანი ჩართული ამ ადამიანების ცხოვრებაში. მთავარია, პირველი ნაბიჯი ჩვენ გადავდგათ. მათთვის ტყუილად არ უწოდებიათ მზის შვილები, ისინი მუდმივად სითბოს და სიყვარულს ასხივებენ.“

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე  ბავშვები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერად ფინანსურ დამხარებას მიიღებენ.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2011 წლიდან აღინიშნება.

ნანახია: 2029 - ჯერ