სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/277300464_2662554377221576_7322484455820020441_n.png

ხარაგაულის მერია მოწყვლადი ჯგუფებისთვის

ასოციაცია „ანიკა“ სახელწოდებით-„სოციალური მომსახურებების განვითარება აჭარის, გურიის, იმერეთის და კახეთის რეგიონებში“  ღია საგრანტო კონკურსს აცხადებს.

 

პროექტის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

 

აღნიშნულ საგრანტო კონკურსში  ხარაგაული ერთ-ერთ სამიზნე მუნიციპალიტეტად განისაზღვრა.

 

 იმისათვის რომ ხარაგაულის მერიამ შეძლოს მოწყვლადი ჯგუფებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შეთავაზება მზადაა თანადაფინანსების სახით  ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში.

 

მანამდე კი მნიშვნელოვანია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა და კონკურსში მონაწილეობა.

 

საგრანტო კონკურსი ჩატარდება 2 საფეხურად:

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 6 აპრილი, 2022 18:00 საათი.

საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება ზუმის პლატფორმის მეშვეობით 30 მარტს, დრო 14:30

იხილეთ ღონისძიებაზე დასასწრები წინასწარი რეგისტრაციის ბმული:

https://us02web.zoom.us/meeting/register/tZYrd-uhrTssEteyhcJwaMglP65So9Et6766

ასოციაცია „ანიკა“ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ახორციელებს.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3ukVfoM

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 1038 - ჯერ