სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/277254390_445945827279625_5627590691015428193_n.jpg

ხარაგაულის 19 სოფელში გზების რეაბილიტაცია იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხელი იმ ხელშეკრულებებს მოაწერა, რომელიც 19 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს.

ხარაგაულს ინფრასტრუქტურული  პროექტების განსახორციელებლად,  რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე 2  775 762    ლარი გამოეყო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,,მშენებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია. ჩვენ პირველი ეტაპის პირობები კარგად დავძლიეთ, პროექტების დაკონტრაქტების 100 პროცენტიანი შესრულება ვაჩვენეთ, როგორც კი ამინდები გამოვა  სამუშაოები დაიწყება.“

ხარაგაულის მერია რგფ-დან  დაფინანსების მეორე ეტაპის  მიღების მოლოდინშია. 12 პროექტი დასაფინანსებლად  უკვე მზადაა. პრიორიტეტი კვლავ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება.

,,მეორე ეტაპისთვის შერჩეულ საპროექტო წინადადებებზე ხარაგაულის მერია დროთა განმავლობაში მუშაობდა, ეს პროექტები მოწონებულია საკრებულოს და იმერეთის სამხარეო საბჭოს მიერ. მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს მუდმივი მზაობა , რომ შეძლოს თანხების დროული ათვისება და ასევე პროექტების დროული განხორციელება. ხარაგაულმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით 2021 წელი  წარმატებულად დააასრულა. გვაქვს მოტივაცია ამ მხრივ 2022 წელი ასევე გამორჩეულად წარმატებული იყოს“.

რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე გამოყოფილი დაფინანსებით, პროექტები შემდეგ სოფლებში განხორციელდება:

1.სოფელ  ლეღვანში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი-150, 644. 00 ლარი  

2.ღორეშაში მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია-200. 000.00 ლარი 

3.მაქათუბნის ორ უბანში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი)-200. 000. 00 ლარი

4.სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბრუისის უბანი)-127. 777. 00 ლარი

5.ბაზალეთში საუბნო გზის უბნის რეაბილიტაცია (მესხების უბანი)-75. 000.00 ლარი

6.თეთრაწყაროში საუბნო გზების რეაბილიტაცია-251, 697. 00ლარი

 

7.ფარცხნალის  ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი)-150.000.00  ლარი

  1. ვახანში ინასარიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია -200, 000. 00 ლარი

9.უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი)-150, 000. 00 ლარი 

10.სოფელ ლაშეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი-)75, 000. 00 ლარი

11.სოფელი ხევის საუბნო გზის რეაბილიტაცია-107, 000. 00 ლარი

12.სოფელ ვერტყვიჭალაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილების უბანი)114, 227. 00  ლარი

 13.სოფელ მაქათუბანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების უბანი-)-87 388 00 ლარი

14.ქროლში საუბნო გზების რეაბილიტაცია-100, 000, 00  ლარი

15.ახლსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია(მესამე ეტაპი)-265 047. 00 ლარი

16.კიცხის საუბნო გზის რეაბილიტაცია(ბერაძეებისა და ზვიადაძეების უბანი)-279. 000.00

  1. ბორითში საუბნო გზების რეაბილიტაცია(გორგაძეებისა და ფაბრიკის უბანში)-36, 853.00 ლარი
  2. სოფელ ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთის უბანი)-50, 077.00 ლარი
  3. სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია-63, 018.00 ლარი

 

 

ნანახია: 1176 - ჯერ