სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/278714970_3344263562487460_786493054744830972_n.jpg

ხარაგაულის თეატრი, სპექტაკლით ,,იმერული რექვიემი" თბილისის საზოგადოების წინაშე წარსდგა

ხარაგაულის თეატრი, სპექტაკლით  ,,იმერული რექვიემი"  თბილისის საზოგადოების წინაშე წარსდგა

დასმა მოწვევა,  პიესის ავტორის და ცნობილი დრამატურგის, რეზო კლდიაშვილისგან მიიღო და თბილისში პრემიერა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამართა.

სპექტაკლს ესწრებოდნენ თეატრის მოყვარულები, კრიტიკოსები და ოფიციალური პირები, მათ შორის ხარაგაულის  მერი  კობა ლურსმანაშვილი.

სპექტაკლის დასასრულს, პიესის ავტორმა , რეზო კლდიაშვილმა მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს თეატრის გვერდით დგომისთვის, ხოლო დასს პროფესიონალური შესრულებისთვის.

,,სახე შენი ქალაქის, არის თეატრი, ამ სპექტაკლმა იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა, როდესაც მათ თამაშს ვუყურებ, ძნელად ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი მე დავწერე და შევქმენი, ეს სასცენო სახეები არის ძალიან საინტერესო და შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ხარაგაული ,,იმერულ რექვიემს“ გამორჩეულად თამაშობს.“

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საიუბილეო თარიღი მიულოცა მასპინძელ უნივერიტეტს. მადლობა გადაუხადა რეზო კლდიაშვილის მოწვევისთვის, ხარაგაულის თეატრს და მის რეჟისორს , ირინე ჩხეიძეს ხარაგაულის ღირსეული წარმოჩენისთვის, დასის მიმართ პატივისცემა გამოხატა და თეატრს სამომავლო მხარდაჭერა  და გვერდით დგომა აღუთქვა.

,,ხარაგაულის სავიზიტო ბარათი არის 120 წლის ხარაგაულის ბრწყინვალე თეატრი“ - ასეთი სიტყვებით მიესალმა ხარაგაულის თეატრალურ დასს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორი , ნუგზარ ბუცხრიკიძე, რომელმაც ირინე ჩხეიძეს  ორ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე  მოწვევა გადასცა ,რომელიც  მალტასა და ანტალიაში ზაფხულში გაიმართება.

ირინე ჩხეიძე, ხარაგაულის თეატრის რეჟისორი:

,, ხარაგაულს აქვს 120 წლის უწყვეტი თეატრალური ტრადიცია, როდესაც დაარსდა ხარაგაული,მაშინ დაარსდა თეატრიც და ის ცოცხლობს ხარაგაულთან ერთად. მადლობა ჩემს დასს, მადლობა ხარაგაულის მერს, იმისთვის რომ დგას ჩვენს გვერდით. მადლობა რეზო კლდიაშვილს, ნუგზარ ბუცხრიკიძეს  სიყვარულისთვის,და იმ მონატრებულ სახეებს, რომელსაც დარბაზში ვხედავ.“

სპექტაკლს დიდი მოწონება  ხვდა წილად, რაც მაყურებელმა ხანგრძლივი ოვაციითა და აპლოდისმენტით გამოხატა.

სპექტაკლი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.

ნანახია: 995 - ჯერ