სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_81.jpg

სოფელ კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ კიცხში, ბერაძეების უბანში,  რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით  საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გზის 1000 მეტრი მონაკვეთი მობეტონდება.

პროექტის ღირებულება 279 ათასი ლარია.

მერის მოადგილე, დავით დევდარიანი მიმდინარე სამუშაოებს  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური უფროსთან , პეტრე შარიქაძესთან ერთად გაეცნო.

,,ხარაგაულის 19 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტების  მიმდინარეობაზე ზედამხედველობას ახორციელებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე მუდმივად ადგილზე იმყოფებიან სამშენებლო მონიტორინგის ჯგუფის წევრები, რომლებიც ჩვენს მიერ არიან დაქირავებულები. ჩვენთვის მნივნელოვანია მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი და ვადების დაცვა.“

 ხარაგაულს ინფრასტრუქტურული  პროექტების განსახორციელებლად,  რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე 2  775 762    ლარი გამოეყო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა.

 

 

ნანახია: 1027 - ჯერ